Strict Standards: Declaration of jfContent::bind() should be compatible with mosDBTable::bind($array, $ignore = '') in /home2/mycareer/public_html/administrator/components/com_joomfish/joomfish.class.php on line 1181

Strict Standards: Declaration of jfLanguage::bind() should be compatible with mosDBTable::bind($array, $ignore = '') in /home2/mycareer/public_html/administrator/components/com_joomfish/joomfish.class.php on line 1287
MyCareer.ge, Assisting to Build a Better Career

Strict Standards: Non-static method mosCache::getCache() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 143

Strict Standards: Non-static method modules_html::module2() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 174

Strict Standards: Non-static method modules_html::modoutput_naked() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.html.php on line 97

Log in

ელფოსტა:
პაროლი:
დამიმახსოვრე

პაროლის შეხსენება

არ გაქვთ ანგარიში? შექმნა


Strict Standards: Non-static method modules_html::module2() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 174

Strict Standards: Non-static method modules_html::modoutput_naked() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.html.php on line 97

Strict Standards: Non-static method mosParameters::parse() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/joomla.xml.php on line 521

Strict Standards: Non-static method modules_html::module2() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 174

Strict Standards: Non-static method modules_html::modoutput_naked() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.html.php on line 97

Strict Standards: Non-static method mosParameters::parse() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/joomla.xml.php on line 521

Strict Standards: Non-static method mosCache::getCache() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 143

Strict Standards: Non-static method mosMainFrame::sessionCookieName() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 33

განცხადება

2012 წლის პრემია "დურუჯის" ლაურეატები 16 ივნისს გამოვლინდებიან

Lali Javakhia |  განცხადების წაკითხვა

Head of Marketing Department | Partner  |  The FINANCIAL | Intelligence Group  |  კატეგორია: C

View full profile  |  თარიღი 15/06/2012 13:38

განცხადების ტექსტი

კატეგორია: პრესს-რელიზი
თარიღი: 15/06/2012 13:38

თეატრალური პრემია "დურუჯის" დასკვნითი ეტაპი მოახლოვდა – ლაურეატების ვინაობა 16 ივნისს გახდება ცნობილი. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება (შაბათს, 16 ივნისს, 21:00 საათზე).

საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" მიერ დაწესებული პრემია „დურუჯი“ წელს უკვე მეოთხედ გაიცემა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ტრადიციულად წელიწადში ერთხელ, ივნისის თვეში იმართება.

პრემიაზე წარდგენილი ნომინანტების სპექტაკლებს ჟიურის 5 წევრი აფასებს. საბოლოო ფარული კენჭისყრა პრემიის ლაურეატების გამოსავლენად ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გაცხადდება.

გასულ წელს პრემია მხოლოდ 5 ნომინაციაში გაიცემოდა. წელს კი, უკვე არსებულებს კიდევ ერთი, საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატა. შესაბამისად, 2012 წლის „დურუჯს“ ხუთის ნაცვლად ექვსი ლაურეატი ეყოლება, ესენია:

• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ავტორი;
• საუკეთესო მსახიობი ქალი;
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი;
• სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი;
• საუკეთესო მხატვარი;
• საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი.

„მოხარული ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში „დურუჯმა“ მოახერხა თეატრალურ სფეროში დაწესებული ყველაზე პრესტიჟული კერძო პრემიის სახელის დამკვიდრება. ინტერესი „დურუჯის“ მიმართ ყოველწლიურად იზრდება და თეატრებიც სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით ერთვებიან კონკურსში. წარმატება სტიმულს აძლევს ლაურეატებს, სხვა ნომინანტებს კი კონკურენტული ნამუშევრების შექმნისკენ უბიძგებს; საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე თეატრალური სეზონის განმავლობაში განხორციელებული პროდუქციის ხარისხის სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს და იმედია, ეს ასეც მოხდება", _ აცხადებს "დურუჯისა" და საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" დამფუძნებელი ბატონი ლაშა პაპაშვილი.

თეატრალური პრემია "დურუჯის" პარტნიორები არიან კომპანია "რედიქსი" და ბანკი „რესპუბლიკა“; საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია "რუსთავი 2", გაზეთი "24 საათი", რადიო "ფორტუნა"; მხარდამჭერები – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, "ჯეოსელი", ველნესცენტრი „კლუბი 71“, გამომცემლობა „დიოგენე“, საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ბაკარა“, GD ALCO, "ისი-პარი", "ფრეზია", "ირაკლი წულაძე ქანდაკება", „თელავის ღვინის მარანი“.

Strict Standards: Non-static method mosCache::getCache() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 143

Strict Standards: Non-static method modules_html::module2() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 174

Strict Standards: Non-static method modules_html::modoutput_naked() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.html.php on line 97

Strict Standards: Non-static method mosParameters::parse() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/joomla.xml.php on line 521

Strict Standards: Non-static method modules_html::module2() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 174

Strict Standards: Non-static method modules_html::modoutput_naked() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.html.php on line 97

Strict Standards: Non-static method modules_html::module2() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.php on line 174

Strict Standards: Non-static method modules_html::modoutput_naked() should not be called statically in /home2/mycareer/public_html/includes/frontend.html.php on line 97



Design built by Creo Group