Log in

ელფოსტა:
პაროლი:
დამიმახსოვრე

პაროლის შეხსენება

არ გაქვთ ანგარიში? შექმნა

This text is replaced by the Flash movie.

CEOs

Here You can Search for CEOs
Keyword (s) Name or Company:
Company:


This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.

 

FAQ ხშირად დასმული შეკითხვები ბეჭდვა ელფოსტა

1. რატომ უნდა შევქმნა ჩემი პროფილი?
2. რისი გაკეთება შემიძლია ქსელში მონაწილეობით?
3. ვის ეკუთვნის MyCareer.ge?
4. რა როლს ასრულებს კავკასიის უნივერსიტეტი პროექტში?
5. სად არის განთავსებული საიტი?
6. ფასიანია თუ არა ქსელში მონაწილეობა?
7. როგორ დავრეგისტრირდე?
8. როგორ შევქმნა პროფაილი?
9. რატომ არის დაყოფილი მომხმარებლები 2 კატეგორიად?
10. რა სახის ინფორმაცია უნდა შევიტანო პროფილის შევსებისას?
11. როგორ ავტვირთო სურათი?
12.
სურათს ვერ ვტვირთავ, როგორ მოვიქცე?
13. როგორ აღვადგინო პაროლი?
14. როგორ შევიტანო ცვლილებები ჩემს პროფაილში?
15. როგორ შევცვალო ანგარიშის მონაცემები (username, password)?
16. რამდენად დაცულია ჩემი ინფორმაცია?
17. როგორ აღვადგინო პაროლი?
18.
რატომ არის C კატეგორიის საკონტაქტო ინფორმაცია დახურული A კატეგორიის მომხმარებლებისთვის?
19. როგორ მოვიქცე თუ მსურს C კატეგორიის (აღმასრულებელი პოზიციის) მომხმარელთან დაკავშირება?
20. რით განსხვავდება A კატეგორია C კატეგორიისგან?
21. დარჩება თუ არა მომხმარებელი C (CHIEF) კატეგორიაში თუ ის თანამდებობრივად დაქვეითდა?
22.
როგორ მოვიქცე თუ აღმასრულებელ პოზიციაზე დავინიშნე და მსურს A კატეგორიის შეცვლა C კატეგორიაზე?
23.
როგორ მოვიქცე თუ აღმოვაჩინე მცდარი ინფორმაცია მომხმარებლის პროფაილში?
24. როგორ მოვიქცე თუ აღმოვაჩინე ცრუ მომხმარებელი (ადამიანი რომელიც სარგებლობს სხვისი სახელით, გვარით და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებით)?
25. როგორ განვათავსო სარეკლამო განცხადება ვებგვერდზე?
26. როგორ შევცვალო ან წავშალო ჩემი განცხადება?
27.
როგორ განვათავსო სარეკლამო ბანერი ვებგვერდზე?
28. რა ღირს რეკლამა საიტზე?
29. რა ღირს პრეს-რელიზის გავრცელება?
30. როგორ განვათავსო ვაკანსია საიტზე?
31.
რა ღირს ვაკანსიის განთავსება?
32.
როგორ მოვიწვიო მეგობრები ქსელში?
33. მაქვს თუ არა უფლება კომენტარი გავუკეთო სიახლეს?
34. როგორ მოვიქცე თუ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ ჩემს კითხვას არავინ უპასუხა?
35. როგორ გავიგო ვინ დაათვალიერა ჩემი პროფილი?
36. როგორ გავიგო ვინ შეაფასა ჩემი პროფილი?
37. როგორ გავუგზავნო პირადი შეტყობინება ქსელის წევრს?
38. როგორ დავამატო მომხმარებელი ჩემს პირად ქსელს, ან ფავორიტებს?
39. გებულობს თუ არა მომხმარებელი, როდესაც მე მას ვამატებ ქსელში ან ფავორიტებში?
40. როგორ წავშალო მომხმარებელი ჩემი პირადი ქსელიდან?
41. რისთვის არის შექმნილი ჩემი ფავორიტები?
42. როგორ ვიპოვო ქსელში მომხმარებელი, რომელიც მე მაინტერესებს?
43.  როგორ ვიპოვო მომხმარებელი, რომლის სახელი, ან სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილია.
44. როგორ ვიპოვო სამსახური?

1. კითხვა: რატომ უნდა შევქმნა ჩემი პროფილი?
1. პასუხი: MyCareer.ge მუდმივად განვითარებადი, ვადაში განუსაზღვრელი ქსელია, რომელიც ყოველდღიურად აგროვებს და ბაზაში ინახავს ათასობით და ათი ათასობით ადამიანის პროფესიულ ინფორმაციას.
განსხვავებით სხვა სოციალური ქსელებისგან  MyCareer.ge არ არის გასართობი ადგილი, ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის გაერთიანება, რომელიც ქმნის ამინდს ბიზნესში, პოლიტიკაში, ქვეყნის მართვაში.
ჩვენი ქსელის წევრები გამორჩეული ადამიანები არიან. ისინი იგონებენ, ქმნიან, ბადებენ იდეებს და მონაწილეობენ მათ განხორციელებაში. ჩვენი ქსელის წევრებს სურთ მუდივი წინსვლა და განვითარება. თუ თქვენ ასეთი პიროვნება ხართ, აუცილებლად უნდა შემოგვიერთდეთ. თუ თქვენ არ გამოძრავებთ ასეთი სურვილები ნუ დაკარგავთ დროს, ქსელის თითოეული წევრის კანდიდატურის დადასტურება ცოცხალი ადამიანების მიერ, ახალი წევრის პროფესიული წარსულის გათვალისწინებით ხდება.

2.
კითხვა: რისი გაკეთება შემიძლია ქსელში მონაწილეობით?
2. პასუხი: MyCareer.ge საშუალებას გაძლევთ შექმნათ პროფესიული პროფაილი, გქონდეთ ონლაინ კავშირი ქსელის სხვა წევრებთან, იპოვოთ საქმიანი პარტნიორები, შექმნათ საკუთარი ქსელი, განათავსოთ საქმიანი განცხადებები, შესთავაზოთ თქვენი კანდიდატურა დამქირავებლებს, მოიძიოთ ვაკანსიები ან პროფესიული კადრები.

3.
კითხვა: ვის ეკუთვნის MyCareer.ge?
3. პასუხი: პროეტი, ასევე მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სახის ინტელექტუალური და მატერიალური ღირებულება ეკუთვნისინტელიჯენს გრუპს”, რომლის საკუთრებაშია ასევე გაზეთი The FINANCIAL (finchannel.com)

4.
კითხვა: რა როლს ასრულებს კავკასიის უნივერსიტეტი პროექტში?
4. პასუხი: კავკასიის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პირველი, ვინც შეუერთდა პროექტს თანაორგანიზატორის სტატუსით. ამავე დროს ის არ ფლობს რაიმე სახის საკუთრებას (ინტელექტუალურს ან მატერიალურს) პროექტში.
უნივერსიტეტის მიზანია ქსელის განვითარების გზით, ხელი შეუწყოს კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმებას, კარიერის განვითარებას და  საკუთარი პროგრამების პოპულარიზაციას.
პროექტში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

5.
კითხვა: სად არის განთავსებული საიტი?
5. პასუხი: ტექნიკური შეფერხებების თავიდან აცილების, ასევე მომხმარებელთა უსაფრთხოების გარანტირების მიზნით, MyCareer.ge განთავსებულია ამერიკაში, ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული კომპანიის SERVERLOFTის გამოყოფილ სერვერზე.

6.
კითხვა: ფასიანია თუ არა ქსელში მონაწილეობა?
6. პასუხი: ქსელში გაწევრიანება, ასევე ძირითადი სტანდარტული ფუნქციებით სარგებლობა არ არის ფასიანი, თუმცა ზოგიერთი დამატებითი ფუნქციის ჩართვა მოითხოვს გადასახადს.

7.
კითხვა: როგორ დავრეგისტრირდე?
7. პასუხი: საწყის გვერდზე, მარცხენა მხარეს არის ბმულირეგისტრაცია”. მიაჭირეთ ამ ბმულს. რეგისტრაციის გვერდის მისამართია: http://register.mycareer.ge

8.
კითხვა: როგორ შევქმნა პროფაილი?
8. პასუხი: რეგისტრაციის გავლისთანავე, პროგრამა შემოგთავაზებთ პროფაილის შექმნას. თქვენ უნდა აირჩიოთ C ან A კატეგორია, რომელშიც შექმნით პროფესიულ პროფილს. თუ თქვენ ბრძანდებით აღმასრულებელ პოზიციაზე, დააჭირეთ C- და შეავსეთ მოცემული ჩარჩოები. თუ თქვენ არ გიკავიათ აღმასრულებელი პოზიცია, ხართ რიგით თანამდებობაზე, ან არ ხართ დასაქმებული, ან ხართ სტუდენტი, დააჭირეთ A -.უფრო დეტალურად კატეგორიების შესახებ იხილეთ  კითხვა: რით განსხვავდება A კატეგორია C კატეგორიისგან?”.

9.
კითხვა: რატომ არის დაყოფილი მომხმარებლები 2 კატეგორიად?
9. პასუხი: მომხმარებელთა 2 კატეგორიად დაყოფა აადვილებს ბიზნეს ქსელში პირთა იდენტიფიცირებას, აიოლებს სასურველ ჯგუფთან ან პირთან დაკავშირებას. 2 კატეგორიად დაყოფას ასევე საფუძვლად უდევს საშუალო და მაღალი დონის მენეჯერთა გამოკითხვის შედეგები.

10. კითხვა: რა სახის ინფორმაცია უნდა შევიტანო პროფილის შევსებისას?
10. პასუხი: პროფაილის შევსებისას, ჩარჩოებში უნდა ჩაიწეროს ის ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება ამ განყოფილებას. ჩარჩოების თავზე მოთავსებულია კითხვის ნიშანი, მასთან, კურსორის მიტანისას ჩნდება მინიშნება, რომელიც დაგეხმარებათ შესაბამისი ინფორმაციის შეტანაში.

11.
კითხვა: როგორ ავტვირთო სურათი?
11. პასუხი: სურათი შეგიძლიათ ატვირთოთ პროფაილის შევსებისას, ან შესწორებისას. პროფილის ქვეშ, დააჭირეთ ღილაკსBrowseაირჩიეთ თქვენს კომპიუტერში სასურველი სურათი, მონიშნეთ პუნქტი ვეთანხმები პირობებს (Accept Terms and Conditions) და დააჭირეთ ბმულსშექმნა”, ხოლო სურათის შეცვლისასშესწორება”.

12.
კითხვა: სურათს ვერ ვტვირთავ, როგორ მოვიქცე?
12. პასუხი: დარწმუნდით, რომ სურათი არის  JPG გაფართოებით და არ აღემატება 1 მეგაბაიტს. თუ ნახეთ, რომ სურათი დიდია, ან მოცემულია სხვა ფორმატში, გადააკეთეთ და გაიმეორეთ სურათის ატვირთვის პროცედურა.

13.
კითხვა: როგორ აღვადგინო პაროლი?
13. პასუხი: რეგისტრაციის მოდულთან არის ასევე ბმულიპაროლის შეხსენება”. დააჭირეთ ბმულს და მიყევით ინსტრუქციას. თუ თქვენ ვერ აღადგინეთ პაროლი დამოუკიდებლად, დაგვიკავშირდით ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს , ჩვენ დაუყონებლივ გიპასუხებთ და დაგეხმარებით პაროლის აღდგენაში.

14.
კითხვა: როგორ შევიტანო ცვლილებები ჩემს პროფაილში?
14. პასუხი: მარცხენა მხარეს, თქვენს პირად მენიუში არის ბმულიპროფაილის შესწორება”. მიაჭირეთ ამ ბმულს, შეიტანეთ ცვლილებები, მონიშნეთ პუნქტი ვეთანხმები პირობებს (Accept Terms and Conditions) და დააჭირეთ ბმულსშესწორება”.

15.
კითხვა: როგორ შევცვალო ანგარიშის მონაცემები (username, password)?
15.
პასუხი: მარცხენა მხარეს, თქვენს პირად მენიუში დააჭირეთ ბმულსანგარიშის შეცვლა”. შეიტანეთ ახალი მონაცემები და დაამახსოვრეთ.

16.
კითხვა: რამდენად დაცულია ჩემი ინფორმაცია?
16. პასუხი: MyCareer.ge დახურული ბიზნეს ქსელია. საიტის ადმინისტრაცია კრძალავს მომხმარებელთა ანონიმურ გაწევრიანებას (ვინაობის დამალვა, ცრუ ინფორმაციის მითითება). ჩვენი მიზანია ბიზნეს კავშირების ხელშეწყობა - საქმიანი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების გზით. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებელთა სრულ იდენტიფიცირებაზე.
სრული ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ ქსელის წევრებისთვის. ამავე დროს, C კატეგორიის საკონტაქტო ინფორმაცია დახურული რჩება A კატეგორიის მომხმარებლებისთვის.

17.
კითხვა: როგორ აღვადგინო პაროლი?
17. პასუხი: რეგისტრაციის მოდულთან არის ასევე ბმულიპაროლის შეხსენება”. დააჭირეთ ბმულს და მიყევით ინსტრუქციას. თუ თქვენ ვერ აღადგინეთ პაროლი დამოუკიდებლად, დაგვიკავშირდით ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს , ჩვენ დაუყონებლივ გიპასუხებთ და დაგეხმარებით პაროლის აღდგენაში.


18. კითხვა: რატომ არის C კატეგორიის საკონტაქტო ინფორმაცია დახურული A კატეგორიის მომხმარებლებისთვის?
18.პასუხი: A კატეგორიის მომხმარებლები სარგებლობენ შედარებით ნაკლები პრივილეგიებით. ამიტომაც C კატეგორიის მომხმარებელთა საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი) დახურულია მათთვის. ჩვენი მიზანია მოხდეს კავშირების ონლაინ ქსელის ფარგლებში განვითარება და არა მის გარეთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პირადი შეტყობინებები.

19.
კითხვა: როგორ მოვიქცე თუ მსურს C კატეგორიის (აღმასრულებელი პოზიციის) მომხმარელთან დაკავშირება?
19. პასუხი: ჩვენ ვზღუდავთ A კატეგორიის მომხმარებლებისთვის C კატეგორიის მომხმარებელთან პირდაპირ კავშირს, თუ ამაზე არ არსებობს პირველის თანხმობა. თუ თქვენ A კატეგორიის მომხმარებელი ხართ და გსურთ აღმასრულებელთან ონლაინ კავშირი, აუცილებელია შესთავაზოთ მას თქვენს ქსელში გაწევრიანება. (გამოიყენეთ პროფაილში არსებული ღილაკი Add to Network )  მხოლოდ დასტურის შემთხვევაში თქვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინება მიუვა ადრესატს. პირად ქსელში გაწევრიანებაზე უარის შემთხვევაში თქვენ ვერ გაუგზავნით აღმასრულებელს წერილს.


20. კითხვა: რით განსხვავდება A კატეგორია C კატეგორიისგან?
20. პასუხი: A (ალუმნი) კატეგორიაში რეგისტრირდებიან პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება უნივერსიტეტში, რომელიც არის შეყვანილი ჩვენი ქსელი ბაზაში, მუშაობენ ამა თუ იმ კომპანიაში, ეძებენ ახალ სამსახურს, ან სურთ კარიერის გაუმჯობესება. 
C (CHIEF) კატეგორიაში რეგისრირდებიან C დონის მენეჯერები. მათ შორის: Chief accounting officer, Chief administrative officer, Chief analytics officer, Chief brand officer,  Chief channel officer, Chief compliance officer, Chief communications officer, Chief data officer,  Chief executive officer, Chief financial officer, Chief information officer, Chief information security officer, Chief knowledge officer, Chief learning officer, Chief legal officer, Chief marketing officer, Chief medical officer, Chief networking officer, Chief operating officer , Chief procurement officer, Chief risk officer, Chief science officer, Chief strategy officer, Chief technology officer, Chief visionary officer და სხვა. ბიზნეს წრეებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ტერმინი CEO Network რომელიც აღმასრულებელი პოზიციის მქონე პირთა ქსელს გულისხმობს.C (CHIEF) კატეგორიაში რეგისტრაციის უფლება ასევე ენიჭება კომპანიის მფლობელებს, ასევე სააქციო საზოგადოებების აქციათა მსხვილი პაკეტის მფლობელებს.

21.
კითხვა: დარჩება თუ არა მომხმარებელი C (CHIEF) კატეგორიაში თუ ის თანამდებობრივად დაქვეითდა?
21. პასუხი: C (CHIEF) კატეგორიაში რეგისტრირების მთავარი პირობა, რეგისტრაციის პერიოდისთვის პროფესიულ საქმიანობაში აღმასრულებელი პოზიციის ქონაა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფი ადამიანები მუდმივად ცდილობენ აღნიშნული დონის შენარჩუნებას და განმტკიცებას. ასეთი პირები გამონაკლის შემთხვევებში ქვეითდებიან.

ამ პრინციპიდან გამომდინარე C (CHIEF) კატეგორიაში რეგისტრირებული მომხმარებლები დარჩებიან ამავე კატეგორიაში, იმ იშვიათ შემთხვევებშიც, თუ მათი პოზიცია დაქვეითდება.

22.
კითხვა: როგორ მოვიქცე თუ აღმასრულებელ პოზიციაზე დავინიშნე და მსურს A კატეგორიის შეცვლა C კატეგორიაზე?
22. პასუხი: ამ შემთხვევაში საჭიროა შექმნათ ახალი პროფილი. გახსენით მომხმარებლის ახალი ანგარიში და დარეგისტრირდით C კატეგორიაში.
A კატეგორიიდან C -ზე გადასვლაში დახმარებისთვის ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ქსელის ადმინისტრატორებს: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

23.
კითხვა: როგორ მოვიქცე თუ აღმოვაჩინე მცდარი ინფორმაცია მომხმარებლის პროფაილში?

23. პასუხი: მიუხედავად სრულყოფისა, პროგრამას არ შეუძლია 100 პროცენტით გამორიცხოს მომხმარებელთა პროფაილებში ცდომილება, ან არაზუსტი ინფორმაციის გაპარვა. ჩვენ მაქსიმალურად ვამოწმებთ მომხმარებლებს და მოვუწოდებთ მათ შეიტანონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება სხვებს სრული იდენტიფიცირებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომხმარებლები დაგვეხმარებიან არაზუსტი ინფორმაციის აღმოჩენაში. ასეთი შემთხვევების შესახებ შეგვატყობინეთ.

24.
კითხვა: როგორ მოვიქცე თუ აღმოვაჩინე ცრუ მომხმარებელი (ადამიანი რომელიც სარგებლობს სხვისი სახელით, გვარით და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებით)?
24. პასუხი: თუ თქვენ დარწმუნებული ხართ მომხმარებლის მონაცემთა სიცრუეში, გთხოვთ შეგვატყობინეთ ამის შესახებ. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაუქმოთ არაკეთილსინდისიერ მომხმარებელთა ანგარიში. ხოლო არასანქცირებული ქმედებების განმეორების შემთხვევაში გადავცეთ მომხმარებლის უნიკალური IP სამართალდამცავ სტრუქტურებს პრობლემის მოგვარების მიზნით.
მომხმარებლები გადიან მაქსიმალურ შემოწმებას ქსელის ადმინისტრატორთა მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ქსელის წევრი გახდა არაკეთილსინდისიერი მომხმარებლის სიცრუის მსხვერპლი.

25.
კითხვა: როგორ განვათავსო სარეკლამო განცხადება ვებგვერდზე?
25. პასუხი: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფუნქციით ჩემი განცხადებები, რომლის ბმული მოთავსებულია პირად მენიუში. ჩაწერეთ განცხადების ტექსტი, აირჩიეთ კატეგორია, რომელშიც გსურთ ის მოთავსდეს (მაგ. ვყიდი, ვეძებ პარტნიორს) და დააჭირეთ ღილაკს შექმნა. თქვენი განცხადება გამოჩნდება ყველა მომხმარებლის პირად გვერდზე. მისი შემოწმება ასევე შეგიძლიათ განცხადებების სრულ ჩამონათვალში.

26.
კითხვა: როგორ შევცვალო ან წავშალო ჩემი განცხადება?
26. პასუხი: დააჭირეთ მენიუში ბმულს ჩემი განცხადებები (My Announcements). აქ თქვენ შეგიძლიათ ცვლილება შეიტანოთ ადრე დაწერილ განცხადებაში, ან წაშალოთ ის.

27.
კითხვა: როგორ განვათავსო სარეკლამო ბანერი ვებგვერდზე?
27. პასუხი: სარეკლამო ბანერის განსათავსებლად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე ან საიტზე (დააჭირეთ ბმულს კონტაქტი).

28.
კითხვა: რა ღირს რეკლამა საიტზე?
28. პასუხი: დეტალური ინფორმაცია რეკლამაზე ფასების შესახებ იხილეთ ქვედა მენიუში Advertise.


29. კითხვა: რა ღირს პრეს-რელიზის გავრცელება?
29. პასუხი: პრეს-რელიზის განთავსება განცხადებების დაფაზე უფასოა. პრეს-რელიზის გავრცელება პირადი შეტყობინების მეშვეობით ღირს 100 აშშდოლარი.

30.
კითხვა: როგორ განვათავსო ვაკანსია საიტზე?
30. პასუხი: თქვენ შეგიძლიათ გამოუკიდებლად განათავსოთ განცხადება ვაკანსიის შესახებჩემს განცხადებებში”. შეარჩიეთ კატეგორია ვაკანსია. თუ გსურთ ვაკანსიის განთავსება ფასიან ბლოკში, რომლის ბმულივაკანსიამოთავსებულია მთავარ მენიუშიუნდა გადმოაგზავნოთ ვაკანსიის ტექსტი.

31. კითხვა
: რა ღირს ვაკანსიის განთავსება?
31. პასუხი: ვაკანსიის განთავსების ფასები იხილეთ ქვედა მენიუში Advertise.

32.
კითხვა: როგორ მოვიწვიო მეგობრები ქსელში?
32. პასუხი: იმისთვის, რომ მოიწვიოთ მეგობრები, თანაკურსელები, თანამშრომლები ან ბიზნესპარტნიორები ქსელში ჯერ დარწმუნდით, რომ ეს პიროვნებები არ არიან რეგისტრირებულები. ამისთვის ჩაწერეთ სახელი და გვარი ძებნის მოდულში და დააჭირეთ ღილაკს ძებნა. თუ პიროვნება, რომელსაც ეძებთ, არ არის რეგისტრირებული, პროგრამა შემოგთავაზებთ მის მოწვევას. შეავსეთ შესაბამისი ველები, მიუთითეთ მეგობრის სახელი, გვარი, ელ-ფოსტა და დააჭირეთ ღილაკს წერილის გაგზავნა.

33.
კითხვა: მაქვს თუ არა უფლება კომენტარი გავუკეთო სიახლეს?
33. პასუხი: ყველა მომხმარებელს შეუძლია გაუკეთოს კომენტარი სიახლეებს.
კითხვა: რატომ არ არის ძებნაში მოცემული ყველა უნივერსიტეტი?
პასუხი: ჩვენ ეტაპობრივად ვამატებთ უნივერსიტეტებს ქსელის ბაზაში, რათა თავიდან ავიცილოთ დაუზუსტებელი, ან ცრუ მომხმარებელთა რეგისტრაცია. სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს კომპანიასთან უფრო ადრე ხვდებიან ქსელის მონაწილეები. ასეთი უნივერსიტეტები გვაწვდიან კურსდამთავრებულთა მონაცემებს, და გვეხმარებიან მომხმარებელთა იდენტიფიცირებაში. ამავე დროს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას არ გავაწევრიანოთ ქსელში ის უნივერსიტეტები, რომელთა საზოგადოებრივი იმიჯი ან პროფესიული რეპუტაცია არადამაკმაყოფილებელია.

34.
კითხვა: როგორ მოვიქცე თუ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ ჩემს კითხვას არავინ უპასუხა?

34. პასუხი: ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ოპერატულად ვუპასუხოთ ყველა დასმულ შეკითხვას. თუმცა ასეთი შეკითხვების სიმრავლის გამო შესაძლოა ზოგიერთ კითხვას პასუხი დაგვიანებით გაეცეს. თუ თქვენ 24 საათის განმავლობაში არავინ გამოგეხმაურათ, გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონზე 252 275.

35.
კითხვა: როგორ გავიგო ვინ დაათვალიერა ჩემი პროფილი?
35. პასუხი: პირად მენიუში არის ბმული ჩემი სტუმები. დააღირეთ მას და პროგრამა შემოგთავაზებთ იმ მომხმარებელთა ჩამონათვალს, რომლებიც ესტუმრნენ თქვენს გვერდს. ციფრი არსებულ ბმულთან მიუთითებს სტუმარ ადამიანთა რაოდენობას და არა სტუმრობის რაოდენობას. გაითვალისწინეთ, პროგრამა ითვლის უნიკალურ სტუმარს (მომხმარებელს), ანუ თუ ერთმა და იგივე პიროვნებამ 3-ჯერ დაათვალიერა თქვენი პროფილი, პროგრამა აღრიცხავს ამას როგორც ერთი ადამიანის სტუმრობას.

36.
კითხვა: როგორ გავიგო ვინ შეაფასა ჩემი პროფილი?
36. პასუხი: ამ ფუნქციით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ფასიან მომხმარებელს. დროებით აღნიშნული ფუნქცია გათიშულია.

37.
კითხვა: როგორ გავუგზავნო პირადი შეტყობინება ქსელის წევრს?
37. პასუხი: პროფაილის დათვალიერებისას დააჭირეთ ღილაკს (ფოსტა), შეავსეთ ფორმა, დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა.

38.
კითხვა: როგორ დავამატო მომხმარებელი ჩემს პირად ქსელს, ან ფავორიტებს?
38. პასუხი: მომხმარებლის პროფალში, სურათთან ახლოს, დააჭირეთ ღილაკს ქსელში დამატება ან ფავორიტებში დამატება.

39.
კითხვა: გებულობს თუ არა მომხმარებელი, როდესაც მე მას ვამატებ ქსელში ან ფავორიტებში?

39. პასუხი: პირად ქსელში დამატებისას მომხმარებელს მისდის შეტყობინება კითხვით, სურს თუ არა მას თქვენს ქსელში გაერთიანება. მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას თქვენს შემოთავაზებაზე. ფავორიტებში დამატებისას ასეთი შეტყობინება არ იგზავნება.

40.
კითხვა: როგორ წავშალო მომხმარებელი ჩემი პირადი ქსელიდან?
40. პასუხი: დააჭირეთ მომხმარებლის პროფაილში სურათთან ახლოს ღილაკს ქსელიდან წაშლა.

41.
კითხვა: რისთვის არის შექმნილი ჩემი ფავორიტები?
41. პასუხი: ფავორიტებში შეგიძლიათ შეაგროვოთ იმ პირთა პროფაილები, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ, თუმცა მათი პირად ქსელში დამატება არ გსურთ.

42.
კითხვა: როგორ ვიპოვო ქსელში მომხმარებელი, რომელიც მე მაინტერესებს?
42. პასუხი: ყველაზე მარტივი მეთოდია ჩაწეროთ საწყის გვერზე იმ პიროვნების სახელი გვარი ვისაც ეძებთ. გაითვალისწინეთ, რომ ძებნის სისტემა ეძებს ცალცალკე A და C კატეგორიის მომხარებელთა ბაზაში, ამიტომ ძებნისას მონიშნეთ ჯერ ერთი კატეგორია, თუ პიროვნება ვერ იპოვეთ, მონიშნეთ მეორე კატეგორია და გაიმეორეთ ძებნა.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ მომხმარებლები იმ კომპანიის დასახელებით, სადაც ისინი მუშაობენ, ასევე უნივერსიტეტის, ფაკულტეტის ან გამოშვების წლის მიხედვით.


43.  კითხვა: როგორ ვიპოვო მომხმარებელი, რომლის სახელი, ან სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილია.
43.  პასუხი: თუ ამ სახელით და გვარით რეგისტრირებულია ორი ან რამდენიმე მომხმარებელი, საძიებო პროჰგრამა შემოგთავაზებთ რამდენიმე პიროვნებას. პიროვნების იდენტიფიცირებისთვის შეამოწმეთ ინფორმაცია მომხმარებელთა დასაქმების, განათლების შესახებ, ან ნახეთ ფოტო პროფილში.

44.
როგორ ვიპოვო სამსახური?

44. თუ თქვენ ეძებთ სამსახურს, ან გსურთ გაიუმჯობესოთ კარიერა, მაქსიმალურად მიმზიდველი გახადეთ თქვენი პროფესიული პროფაილი. შეიტანეთ მასში ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც თქვენს კანდიდატურას უფრო მნიშვნელოვანს გახდის. ჩაწერეთ რა ტრენინგები გაქვთ გავლილი, როგორი სამუშაო გამოცდილება (თუნდაც ხანმოკლე) გაქვთ მიღებული, რა უნარები გაქვთ.

მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის პირები, რომლებიც თვენ გაგიწევენ რეკომენდაციას.

ყურადღების ცენტრში მოსაქცევად ასევე ეფექტურია პირადი ქსელის გაზრდა. რაც უფრო დიდია თქვენი ქსელი, ასევე, რაც უფრო მეტ ქსელში ხართ თქვენ გაწევრიანებული, მით უფრო მეტი შანსი გეძლევათ ურთიერთობის. არ დაივიწყოთ აქტიური ურთიერთობა, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი კარიერის წინსვლაში.



ზოგიერთი პასუხი შესაძლოა შეიცვალოს პროგრამული გაუმჯობესებების შესაბამისად. გთხოვთ შეამოწმოთ კითხვა-პასუხის გვერდი პერიოდულად.


 

ბოლო განახლება ( 26/05/2009 15:20 )





This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



Design built by Creo Group